weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ეკონომიკის სამინისტრო ნაქირავებ შენობაში წელიწადში 900 000 აშშ დოლარს იხდის

20:08 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატი 2016 წლის 1 აპრილიდან ქალაქ თბილისში, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) ქუჩის 10ა-შია განთავსებული, რომელიც იჯარით აქვს დაქირავებული. საიჯარო ქირის სახით ბიუჯეტიდან ერთ წელში 900 000 აშშ დოლარი იხარჯება.

აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია აღნიშნული. სამინისტროს აპარატთან ერთად, იმავე შენობაში განთავსებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც, თუმცა იჯარის ქირას მთლიანად სამინისტრო იხდის.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობა შპს „ბელინსკი 10ა“-ს საკუთრებაა, რომლის 100% წილი შპს „ადია ბიზნეს ჯგუფს“ ეკუთვნის. ორივე კომპანიას ერთი და იგივე დირექტორი - ლევან კვინიკაძე ხელმძღვანელობს. „ადია ბიზნეს ჯგუფის“ ერთპიროვნული მესაკუთრე ბიზნესმენი ნინო ზაქაიძეა.  

აუდიტის მასალებში მითითებულია, რომ სამინისტროს აპარატი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 2018 წლის 1 აპრილამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში გადავლენ და, შესაბამისად, ქირის გადახდა საჭირო აღარ იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]